თავში

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70% განიკურნა

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70% განიკურნა
ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 70% განიკურნა

ჩინეთის მთავრობის ჯანმრთელობის კომიტეტის მონაცემებით, ახალი ტიპის კოროვირუსით ინფიცირებულთა თითქმის 70% პნევმონიისგან განიკურნა და საავადმყოფო დატოვა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 80 651 შემთხვევაა დადასტურებული. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთანაგან 55 404 ადამიანი უკვე განიკურნა და საავადმყოფოები დატოვა, რაც მთლიან შემთხვევებში 68,69%-ს შეადგენს. ამჟამად, 22 177 ადამიანი კვლავ საავადმყოფოებში რჩება, მათგან 5 498-ის მდგომარეობამძიმეა.

ჩინეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება, გასული დღის განმავლობაში დაფიქსირდა ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა მთელს ქვეყანაში, ხოლო ჰუბიის პროვინციის გარეთ მხოლოდ ერთი შემთხვევაა რეგისტრირებული.

თუმცა, მსოფლიოში ვირუსი სულ უფრო სწრაფად ვრცელდება. COVID -19 უკვე მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ეპიდემიამ 3,400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსი სწრაფად ვრცელდება და დაინფიცირებულთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 100 000-ს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system