
ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, შანდუნის პროვინციაში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. ზედაპირზე 11 მეშახტე ამოიყვანეს, რომლებიც ნანგრევების ქვეშ მოყვნენ. მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ინციდენტი მაღაროში 20 ნოემბერს მოხდა. სამაშველო ოპერაციაში 140 მაშველი მონაწილეობდა.