თავში

ჩინეთში მაღარო დაიტბორა - 21 მუშის გადარჩენა ვერ ხერხდება

ჩინეთში მაღარო დაიტბორა - 21 მუშის გადარჩენა ვერ ხერხდება
ჩინეთში მაღარო დაიტბორა - 21 მუშის გადარჩენა ვერ ხერხდება

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ფენგუანის დასახლებაში, ქვანახშირის მაღარო დაიტბორა. შედეგად, მიწის ქვეშ 30-მდე ადამიანი აღმოჩნდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

გამოცემის ცნობით, მაშველებმა რვა მაღაროელის ამოყვანა შეძლეს. თუმცა, 21 მუშა კვლავ მიწის ქვეშ რჩება. 

მაღაროში მიწის ქვეშ დარჩენილი მუშების გადასარჩენად  სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სამაშველო სამსახურის ცნობით, სამუშაოს რთული რელიეფი ართულებს. მაშველები დატბორილი მაღაროდან წყლის ამოტუმბვასა და ჰაერის მილებით მიწოდებას ცდილობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system