
ჩინეთში რკინის მომპოვებელი მაღარო დაიტბორა, რის შედეგადაც 14 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა. ამის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება.
დატბორილი რკინის საბადო ჩრდილოეთ ჩინეთში, შანკის პროვინციაში, დაის მხარეში მდებარეობს.
ინციდენტის სხვა დეტალები ამჟამად უცნობია.