თავში

ჩინეთში მილიარდერს ფულის ხარჯვა აუკრძალეს

​ჩინეთში მილიარდერს ფულის ხარჯვა აუკრძალეს
ჩინეთში მილიარდერს ფულის ხარჯვა აუკრძალეს

ჩინეთის სასამართლომ HNA Group-ის თავმჯდომარეს, მილიარდერ ჩენ ფენიუს ფულის ხარჯვა აუკრძალა. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ბიზნესმენის ფირმას ვალები აქვს. ამის შესახებ გამოცემა South China Morning Post წერს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეწარმეს ეკრძალება ისეთი ნივთების და პროდუქციის შეძენა, ყოველდღიური ცხოვრებისა და სამსახურისთვის პირველად აუცილებლობას არ წარმოადგენს. ის ვეღარ იფრენს თვითმფრინავით და ვერ ივლის ჩქაროსნული მატარებლებით.

ამასთან, ბიზნესმენს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა, ძვირადღირებული რემონტის გაკეთება, ძვირადღირებულ სასტუმროებში გაჩერება, ელიტარული ოფისების ქირა და ღამის კლუბებში სიარული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system