ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე, 60 დაშავდა. ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი Sina ავრცელებს.
სტიქიის ზონიდან 7 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა. რამდენიმე სახლი დაანგრია.
მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.
ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრის განცხადებით, მაგნიტუდამ 6 შეადგინა.