თავში

ჩინეთში მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ქათმის ფრთებს ჰპირდებიან

ჩინეთში მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ქათმის ფრთებს ჰპირდებიან
ჩინეთში მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ქათმის ფრთებს ჰპირდებიან

უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები - ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში დასარწმუნებლად იყენებენ. წერს გამოცემა The Washington Post.

ჩინეთში, სადაც კორონავირუსის პანდემიის პირველი კერები გაჩნდა, ვაქცინაცია ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამჟამად კორონავირუსზე მოსახლეობის მხოლოდ 4%-ია აცრილი.

ჩინეთის ხელისუფლება მზად არის მოსახლეობის 40% ივნისის ბოლომდე აცრას, ხოლო მაცხოვრებლების 64%-ზე მეტი - წლის ბოლომდე. 

ჩინეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ ამ დროისათვის ქვეყანას ვაქცინის140 მილიონი დოზა აქვს. სამომავლოდ კი ხელისუფლება გეგმავს ყოველდღიურად ვაქცინების 10 მილიონი დოზა აწარმოოს. ამ დროისათვის, ჩინეთში დღეში ვაქცინის 3 მილიონი დოზა იწარმოება.

ვაქცინის მიმართ მოსახლეობის სანდოობის გასაზრდელად, ჩინეთის ხელისუფლება აქტიურ კამპანიას აწარმოებს. კერძოდ, დიდ ქალაქებსა თუ სოფლებში შესაბამისი სამუშაო ჯგუფები არის გაგზავნილი, რომლებიც მაცხოვრებლებში ვაქცინაციის მიმართ ინტერესსა და სანდოობას გაამყარებენ.

მოსახლეობის წახალისების მიზნით, ერთ-ერთი რესტორანი პირველ 50 მომხმარებელს, ვინც კორონავირუსზე აიცრება, ქათმის ფრთებს უფასოდ სთავაზობს. პინგუში, პეკინის გარეუბანში, მოსახლეობას განუცხადეს, რომ კორონავირუსზე ვაქცინირებულები 50 იუანის (7,60 აშშ დოლარი) ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებენ. ზოგან აღნიშნული ჯილდო 100 იუანს ($ 15,20 დოლარს) შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system