თავში

ჩინეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს

ჩინეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს
ჩინეთში მოსახლეობის აღწერა მიმდინარეობს

ჩინეთში მოსახლეობის ხელახალი აღწერა მიმდინარეობს, რომელიც ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. მოსახლეობის აღწერის შედეგები ცნობილი 11 მაისს იქნება. ამის შესახებ გამოცემა The South China Morning Post წერს.

გამოცემის ცნობით, აღწერის შედეგები აპრილში უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო პროცესი გაჭიანურდა. 

2019 წლის ბოლოს ჩინეთში 60 წელს გადაცილებული 254 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც მოსახლეობის 18.1 პროცენტს შეადგენს. ხოლო მოსახლეობის საერთო რაოდენობა ცნობილი სულ მალე გახდება.

2016 წელს ოფიციალური პეკინის ვარაუდით, 2020 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობა 1.42 მილიარდამდე გაიზრდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system