
ჩინეთში, ანჰოის აღმოსავლეთ პროვინციაში, სამშენებლო ობიექტზე ამწე წაიქცა და 5 ადამიანი მოიყოლა ქვეშ. ხუთივე პირი ადგილზე გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებელი პირები უნდა გამოვლინოს.