თავში

ჩინეთში პატიმრებს ორგანოებს ართმევენ - გაერო-ს ექსპერტები

​ჩინეთში პატიმრებს ორგანოებს ართმევენ - გაერო-ს ექსპერტები
ჩინეთში პატიმრებს ორგანოებს ართმევენ - გაერო-ს ექსპერტები

გაერო-ს ექსპერტების თქმით, მათ აქვთ "სანდო" ინფორმაცია, რომ ჩინეთის ციხეებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ პატიმრებს ორგანოებს აცლიან. ინფორმაციას ამის შესახებ DW ავრცელებს.

12 ექსპერტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ორგანოების იძულებითი ამოცლა ეთნიკური, ენობრივი ან რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების წინააღმდეგ ხორციელდება, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებიან.

"ამასთან, ხშირად, მათ დაკავების მიზეზებს არ ეუბნებიან, ან ორდერი არ აქვთ", - აღნიშნულია ექსპერტების დასკვნაში.

გაერო-ს სამუშაო ჯგუფი ამ ინფორმაციას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ პატიმრებისგან ძირითადად გულის, თირკმელების, ღვიძლის და თვალის რქოვანას ამოცლა ხორციელდება. ძირითადად ეს ზომები უიღურების, ტიბეტელების, მუსლიმანების, ქრისტიანების და მოძრაობა „ფალუნგუნის“ წევრების წინააღმდეგ ტარდება.

ჟენევაში ჩინეთის წარმომადგენლობის წევრმა გაერო-ს ექსპერტები ცილისწამებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პეკინი ბრალდებებისგან თავს დაიცავს და კატეგორიულად უარყოფს მათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system