თავში

ჩინეთში, პირველად, COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჩინეთში, პირველად, COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა
ჩინეთში, პირველად, COVID-19-ის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა

ჩინეთში ეპიდემიის გავრცელების დღიდან პირველად, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 28 უსიმპტომო მატარებელია დარეგისტრირებული, რომელსაც ხელისუფლება ინფიცირებულთა ოფიციალურ მაჩვენებლად არ მიიჩნევს. სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვალების ახალი შემთხვევები არ ფიქსირდება.  

ჩინეთში, ვირუსის გავრცელების დღიდან, COVID-19-ით სულ 82 971 ადამიანია ინფიცირებული.78 ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 4 634 ადამიანი.

1 აპრილიდან ქვეყნის ხელისუფლებამ დაიწყო ასიმპტომური დაავადების შემთხვევების შესახებ მონაცემების გამოქვეყნება, გასული დღის განმავლობაში გამოვლენილია 12 ასეთი შემთხვევა, მათგან 11 ადგილობრივია, ერთი იმპორტირებულია. ამასთან, ჩინეთი უსიმპტომო მატარებლებს ინფიცირებულთა ოფიციალურ რაოდენობრივ მაჩვენებელში არ თვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system