თავში

ჩინეთში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია

​ჩინეთში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია
ჩინეთში პნევმონიით დაავადებულთა რიცხვმა 44-ს მიაღწია

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში უცნობი შტამის პნევმონიით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. დეკემბრის დასაწყისში 27 შემთხვევა დაფიქსირდა, ამ დროისთვის კი დაინფიცირებულთა რიცხვმა 44 მიაღწია, რომელთაგან 7 უმძიმეს მდგომარეობაშია. პაციენტების მკურნალობა იზოლირებულად მიმდინარეობს.

ექსპერტთა სახელმწიფო ჯგუფმა ადგილზე ვითარება შეისწავლა და დაადგინა, რომ ეპიდემიის აფეთქება ზღვის პროდუქტების ბაზარზე მოხდა. პარალელურად, სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადება შესაძლოა იყოს SARS - მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, ანუ ატიპური პნევმონია, რომელიც ძალიან სახიფათოა და ხშირ შემთხვევებში ლეტალურად მთავრდება. ხელისუფლება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს აცხადებს, რომ ატიპური პნევმონიის შემთხვევაში ქვეყანაში, მკურნალობისა და დაავადების კონტროლის რესურსი არსებობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system