თავში

ჩინეთში შავი ჭირით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში შავი ჭირით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
ჩინეთში შავი ჭირით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში ბუბონის ე.წ. შავი ჭირით გარდაცვლების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. Reuters-ის ინფორმაციით ეს ერთი თვის განმავლობაში, რეგიონში შავი ჭირით გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.

გამოცემის ცნობით, პაციენტის გარდაცვალება მრავალი ორგანოს უკმარისობამ გამოიწვია.

დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პარასკევს ბაიან-ნურის ხელისუფლებამ შიდა ტერიტორია ჩაკეტა.

ჩინეთში, 2009 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში შავი ჭირის 26 შემთხვევა დაფიქსირდა და 11 ადამიანი დაიღუპა. დაავადების შემთხვევების გამო რამდენიმე რეგიონში მესამე დონის კარანტინია გამოცხადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში თვლიან, რომ შავი ჭირის აფეთქებები, რომლებიც ჩინეთსა და მონღოლეთში ფიქსირდება, საშიში არ არის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system