
ჩინეთში Sinovac-ის ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან. შესაბამისი ნებართვა ჩინეთის მარეგულირებელმა ორგანომ გასცა. reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის ეთერში, თავად Sinovac-ის მმართველმა განაცხადა.
Sinovac-ის ვაქცინის კლინიკური კვლევების პირველ და მეორე ფაზაში გამოჩნდა, რომ ის ეფექტურია 3-დან 17-წლამდე ასაკის არასრულწლოვნებში და ამ ასაკობრივ ჯგუფშიც, გვერდითი მოვლენების უმეტესად მსუბუქი ფორმით ვლინდება.
ბავშვებისთვის აცრების გამოყენების ნებართვას ითხოვს ჩინური Sinopharm-იც.
ამ დრომდე ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლოთ.
შეგახსენებთ, Sinovac-მა, მარტის ბოლოს განაცხადა, რომ წინასწარი კვლევებით მათი ვაქცინა Covid-19-ის წინააღმდეგ 3-დან 17-წლამდე ბავშვებში უსაფრთხოა.