თავში

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებს სასადილოში რობოტი ემსახურება

ჩინეთში სკოლის მოსწავლეებს სასადილოში რობოტი ემსახურება
ჩინეთში სკოლის მოსწავლეებს სასადილოში რობოტი ემსახურება

ჩინეთში, შანხაის ერთ-ერთი სკოლაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასადილოში ბავშვებს ყვითელი რობოტი ემსახურება. ამის შესახებ Reuters წერს.

დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლის რობოტი სამზარეულოში ბავშვებისთვის განკუთვნილ საკვებს წინასწარ ამზადებს და თაროებზე აწყობს.

"ყველაფერი კარგად არის, რადგან რობოტის მეშვეობით გარანტირებულია საკვების უსაფრთხოება. მას ადამიანი არ ეხება და გემოც უკეთესი აქვს, რადგან რობოტმა ადამიანზე უკეთ იცის მარილისა და პილპილის დოზები", - განაცხადეს კომპანიის წევრებმა, რომლებმაც რობოტი შექმნეს.

მათი თქმით, პანდემიამ რობოტებზე მოთხოვნა გაზარდა. ისინი რესტორნებში, სასწავლო დაწესებულებებსა და საავადმყოფოებში სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system