თავში

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 8 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ჯენჯოუში დაახლოებით 256 ათასი ადამიანი ევაკუირებულია.

სინოპტიკოსები ჰენანში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უფრო მეტ წმივას ელოდებიან. სამაშველო ოპერაციებში 5,700-ზე მეტი ჯარისკაცი ჩაერთვება.

ცნობისთვის, ჩინეთის ქალაქ ჯენჯოუში წყალდიდობის შედეგად მეტროს გვირაბი დაიტბორა. საერთო ჯამში, გვირაბიდან დაახლოებით 500 ადამიანი გამოიყვანეს.

ჰენანის პროვინციაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა, გაუქმდა და გადაიდო ავიარეისები. პროვინციაში ერთ-ერთი კაშხლის გარღვევის საფრთხეა შექმნილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system