თავში

ჩინეთში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, არის მსხვერპლი

​ჩინეთში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, არის მსხვერპლი
ჩინეთში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, არის მსხვერპლი

ჩინეთის ძიანსის პროვინციის მეტეოროლოგიური მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა. ინციდენტი ქალაქ ძინანში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება სოციალურ ქსელ Weibo ავრცელებს.

ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი 5 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმფრინავი Beechcraft B300 King Air 350 გეგმიურ ფრენას ახორციელებდა და წვიმის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.

ინციდენტის შედეგად 3 საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ავიაკატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system