თავში

ჩინეთში უამინდობასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამწვავდა

ჩინეთში უამინდობასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამწვავდა
ჩინეთში უამინდობასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამწვავდა

ჩინეთის აღმოსავლეთით, წყალდიდობის გაუარესებას საცხოვრებელი სახლების დატბორვა და ჯებირების დანგრევა მოჰყვა, 10 000-ზე მეტი ადამიანი კი საფრთხეშია. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისფულება ავრცელებს.

ანხოის პროვინციაში, სადაც 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წყლის დონემ 3 მეტრს მიაღწია. აქ 1 500-მდე მაშველი გამოიძახეს, თუმცა გადაუღებელმა წვიმებმა მათ ხელი შეუშალეს.

ჩინეთის მეტეოროლოგიურმა ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უახლოესი სამი დღის განმავლობაში უფრო ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.

ჩინეთში, ივნისის დასაწყისიდან დღემდე, წყალდიდობის შედეგად, სავარაუდოდ 141 ადამიანი დაიღუპა და დაიკარგა. 150 000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ქვეყანამ სულ მცირე 9 მილიონი დოლარით იზარალა.

ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით, ანხოის პროვინციაში, მთავარი კაშხალი გახსნეს და განძრახ დატბორეს ტყეები და მიწის ნაკვეთები, რადგან უფრო დიდი ზარალი აეცილებინათ თავიდან. თუმცა ამის გამო 2000-ზე მეტ ადამიანს სახლის დატოვება მოუწია. ისინი, საბნითა და ავეჯით, შუა ღამით სამბორბლიანი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდნენ.

ჰუბეის ცენტრალურ პროვინციაში, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ევაკუაციისთვის მოემზადონ, რადგან ახლად წარმოქმნილი ტბა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ადიდდეს. ასეთი ტბები იქმნება მაშინ როდესაც მდინარეები ქვებითა და სხვა ნარჩენებით იბლოკება. 

ჩინეთში ყველაზე დამანგრეველი წყალდიდობა ბოლო წლების განმავლობაში 1998 წელს მოხდა, როდესაც 2,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 3 მილიონი სახლი განაგდურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system