თავში

ჩინეთში უძველესი დიდი სამარხი აღმოაჩინეს

ჩინეთში უძველესი დიდი სამარხი აღმოაჩინეს
ჩინეთში უძველესი დიდი სამარხი აღმოაჩინეს

ჩინელმა არქეოლოგებმა შენსის პროვინციაში უძელესი დიდი სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამარხი ძვ.წ. 202 წლით თარიღდება, დასავლეთ ხანის დინასტიის დაწყებამდე. კულტურული რელიკვიებისა და არქეოლოგიის დაცვის ინსტიტუტის ცნობით, აღმოსავლეთ ქსიანიში, დაახლოებით 27 საფლავია გათხრილი.

გათხრების პროექტის ხელმძღვანელის, ჟუ ლიანჰუას თქმით, სამარხებში 500-ზე მეტი სხვადასხვა ნივთია ნაპოვნი, ასევე 2 ათასზე მეტი სამკაული, რომელსაც ტანსაცმლის დეკორაციისთვის იყენებდნენ.

სამარხში ნაპოვნია ძვირფასი ნივთები, ბრინჯაოს ეტლი და ცხენის ნაკრებები, ჭურჭელი, მოცეკვავეთა ქანდაკებები, ზარები და ოქროს  სამკაულები. საფლავის ზომა და ნაპოვნი საგნები მიუთითებს იმაზე, რომ საფლავის მფლობელი დიდი პიროვნება იყო.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს სამარხი და ნაპოვნი ნივთები იმპერატორ ლიუ ხანს, მის დედას და ცოლს ეკუთვნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system