თავში

ჩინეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ჩინეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
© http://chinesemilitaryreview.blogspot.com/

სამხრეთ ჩინეთში ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაიკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ Xinhua ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ვერტმფრენი იუნანის პროვინციაში, ერჰაის ტბაში ჩავარდა.

ბორტზე ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა ორი იპოვნეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეკიპაჟის კიდევ ორი წევრის ძებნა გრძელდება.

საერთო ჯამში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 500-მდე ადამიანი და 16 სამაშველო ნავი მონაწილეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system