თავში

ჩინეთში ვიდეოვლოგერი იშვიათი მოლუსკის ჭამის გამო დააკავეს

ჩინეთში ვიდეოვლოგერი იშვიათი მოლუსკის ჭამის გამო დააკავეს
ჩინეთში ვიდეოვლოგერი იშვიათი მოლუსკის ჭამის გამო დააკავეს
© globaltimes.cn

სამხრეთ ჩინეთში, ხაინანის პროვინციაში ვიდეოვლოგერი დააკავეს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაცული მეორე კლასის ცხოველი, სახელად გიგანტური ტრიტონი (ზღვის მოლუსკის სახეობა), შეჭამა და ეს პროცესი ინტერნეტში გამოაქვეყნა. ინფორმაციას ამის შესახებ Global Times ავრცელებს.

პოლიციამ გამოიკვლია და გაარკვია, რომ 35 წლის ბლოგერი, სახელად ზოუ, ხაინანის პროვინციაში შეფ-მზარეულია.

სამართალდამცავებმა სამი ადამიანი - ბლოგერი, მოლუსკის გამყიდველი და ვიდეოს გადამღები დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან გადაშენების პირას მყოფი ველური ცხოველებისთვის ზიანის მიყენებაში.

COVID-19-ის გავრცელების შემდეგ ჩინეთის საკანონმდებლო ორგანომ 2020 წლის 24 თებერვალს ველური ცხოველების მოხმარებისა და ველური ცხოველებით უკანონო ვაჭრობის სრული აკრძალვის შესახებ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system