თავში

ჩინური კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯიან

​ჩინური კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯიან
ჩინური კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯიან

ჩინეთის აქტივების მართვის უმსხვილესი კომპანიის China Huarong Asset Management Co., Ltd მმართველობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლაი სიაომინს სიკვდილით დასჯიან.

საომინი მექრთამეობასა და ორცოლიანობაში დამნაშავეც ცნეს.

გამოძიების ცნობით, სიაომინის მიერ მართვის შედეგად კომპანიამ "მნიშვნელოვნად გადაუხვია ძირითადი პროფესიული მოვალეობებისგან, ასევე ცუდი პოლიტიკური გავლენისკენ გადაიხრა".

სასამართლომ დაადგინა, რომ სიაომინი სხვადასხვა პოლიტიკურ ინტრიგაში მონაწილეობდა, ცალკეული პირების დაწინაურებას უწყობდა ხელს და კომპანიაში შემოწმების ჩატარებას უშლიდა. ამასთან, ყოფილი ხელმძღვანელი ძვირადღირებულ საჩუქრებს, დიდ თანხებს იღებდა, ძვირადღირებულ რესტორნებში უკანონოდ აწყობდა ბანკეტებსა და სამსახურეობრივ მოვალეობებს ამეტებდა.

2018 წელს ლაი სიაომინი პარტიიდან გარიცხეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system