თავში

3000 წლის ოქროს ნიღაბი ინტერნეტში ყველამ მოირგო - PHOTO

3000 წლის ოქროს ნიღაბი ინტერნეტში ყველამ მოირგო - PHOTO
3000  წლის ოქროს ნიღაბი ინტერნეტში ყველამ მოირგო - PHOTO

ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში ახლადაღმოჩენილი 3000 წლის ოქროს ნიღბის ფრაგმენტი მოულოდნელად სოციალური ქსელების სენსაციად და ახალი ონლაინ მიმების წყაროდ იქცა.

უნიკალური აღმოჩენა ბრინჯაოს ეპოქის 500 არტეფაქტიდან ერთ-ერთია. ის სანსინდუის არქეოლოგიურ არეალში აღმოაჩინეს. ექსპერტების განცხადებით, სიძველე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 316 წელს არსებული შუს სახელმწიფოს შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა.

თუმცა, ნიღაბი პოპულარული მხოლოდ ამ ისტორიული ფასეულობების გამო არ გამხდარა. როგორც კი ამ არქეოლოგიური აღმოჩენის შესახებ გახდა ცნობილი, მიკრობლოგების პლატფორმა Weibo-ს მომხმარებლებმა ნიღაბი პოპკულტურის სხვა და სხვა წარმომადგენელს, მათ შორის და სუპერმენსა პანდას მოარგეს.

ჰეშთეგით მონიშნულ ოქროს ნიღაბსა და მისი საშუალებით შექმნილ მიმებს სოციალურ ქსელში 4 მილიონამდე ნახვა და კომენტარი აქვს. ონლაინაქციას მალე თავად სანსინდუის მუზეუმის ოფიციალური პირებიც შეუერთდნენ.

მუზეუმმა ასევე რეპის ჟანრში სარეკლამო ანიმაციური ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელშიც მთავარ როლში ნიღაბი და სხვა არტეფაქტებია წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system