თავში

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარეზე რადიაციის დონე გაზომა

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარეზე რადიაციის დონე გაზომა
ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარეზე რადიაციის დონე გაზომა

საინფორმაციო ინტერნეტ პორტალი Phys.org-ის ცნობით, ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მთვარეზე რადიაციის დონე გაზომა. 

ჩინელი და გერმანელი მეცნიერების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მთვარის ზედაპირზე არსებული რადიაციის დონე დედამიწის მაჩვენებელს დაახლოებით 1000-ჯერ აღემატება.

”ასტრონავტები მთვარეზე 200-1000-ჯერ მეტ გამოსხივებას მიიღებენ, ვიდრე დედამიწაზე განვიცდით", - განცხადა ასტრონომმა რობერტ ვიმერ-შვინგრაუბერმა. 

არსებული მონაცემები შეესაბამება და თითქმის ზუსტად ემთხვევა NASA–ს ორბიტერის დეტექტორის მონაცემებს.

გაზომვებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, ადამიანები არ არიან ადაპტირებულები გამოსხივების იმ დონეზე, რაც მთვარეზეა. NASA 2024 წლისთვის მთვარეზე გრძელვადიან ექსპედიციას გეგმავს, რისთვისაც კოსმონავტებისათვის სპეციალური შენობები მოეწყობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system