თავში

ჩრდილოეთ ევროპა მოქალაქეებს მიანმარის დატოვებისკენ მოუწოდებს

ჩრდილოეთ ევროპა მოქალაქეებს მიანმარის დატოვებისკენ მოუწოდებს
ჩრდილოეთ ევროპა მოქალაქეებს მიანმარის დატოვებისკენ მოუწოდებს

მიანმარში სამხედრო გადატრიალების შემდეგ შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოები. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა მოქალაქეებს მიანმარის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს.

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში ნათქვამია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანაში ვითარება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკიდურესად სახიფათოა.

მანამდე მიანმარიდან დიპლომატები აშშ-მა გაიწვია და საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება 1 თებერვალს მოხდა. ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო სამხედროებმა პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი დააკავეს და ძალაუფლება ხელში აიღეს. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მათი მონაწილეები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებენ. მიანმარში 1-ლი თებერვლიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ წელიწადს გასტანს. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ქვეყანას სამხედროები მართავენ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-პრეზიდენტი მიინტ შვე დაინიშნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system