
ჩრდილოეთ იაპონიაში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ჰოკაიდოს პრეფექტურაში 107 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
მსხვერპლის, ზარალის ან მოსალოდნელი ცუნამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.