თავში

ჩრდილოეთ ინგლისში ელვას 9 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინგლისში ელვას 9 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ ინგლისში ელვას 9 წლის ბიჭი ემსხვერპლა
© sky.com

ჩრდილოეთ ინგლისში ელვის დარტყმის შედეგად 9 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბიჭი შემთხვევის დროს ფეხბურთის მოედანზე იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

პოლიციის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ არასრულწლოვანი ნამდვილად ელვის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

"ეს მართლაც დამანგრეველი ინციდენტია. ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს", - განაცხადეს პოლიციელებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system