
პოლიცია აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰაი-პოინტში ბაპტისტური ეკლესიის მახლობლად სროლის ფაქტს იძიებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Fox News ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად ერთი აფროამერიკელი დაიღუპა. პოლიცია მის იდენტიფიკაციას ცდილობს. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. თავდასხმის დეტალები და მოტივი უცნობია.
A crowd of about 50 people are gathered and the entire church appeared to be surrounded in crime scene tape. @WFMY pic.twitter.com/nN46XYfQ69
— Ben Smart (@BenSmartWFMY) November 8, 2020