თავში

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს "საშობაო საჩუქრით" ემუქრება

​ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს "საშობაო საჩუქრით" ემუქრება
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს საშობაო საჩუქრით ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვაშინგტონი ფხენიანისგან "საშობაო საჩუქარს" მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რი თჰე სონმა აშშ დენუკლეარიზაციის შესახებ მოლაპარაკებების გაწელვაში და პროცესის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.

"აშშ-ზეა დამოკიდებული, რა საჩუქრის მიღება მოუნდება მათ საშობაოდ", - განაცხადა დიპლომატმა.

სამხრეთკორეული სააგენტო Yonhap წერს, რომ მინისტრის მოადგილის სიტყვები ბირთვული იარაღის გამოცდის გაგრძელებას ნიშნავს იმ შემთხვევაში, თუ წლის ბოლომდე აშშ ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ახალი წინადადებით არ გამოვა.

რი თჰე სონის განცხადებას აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სტივენ ბიგანი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონი ფხენიანთან მოლაპარაკებებზე უარის თქმას არ აპირებს.

"როგორც ჩანს, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ისეთ პროგრესს, რომელსაც ვიმედოვნებდით, მაგრამ ნება მიბოძეთ განვმარტო: ჩვენ არ ვნებდებოდით და ამაზე უარს არ ვიტყვით", - განაცხადა ბიგანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system