თავში

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის გარდაცვალების ცნობებს უარყოფს

ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის გარდაცვალების ცნობებს უარყოფს
ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის გარდაცვალების ცნობებს უარყოფს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შესაძლო გარდაცვალებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობს შესახებ ცნობებს კორეის მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელი, დიპლომატი ალეჰანდრო კაო დე ბენოსი უარყოფს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

დიპლომატმა განაცხადა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის გარდაცვალების შესახებ ცნობები "ყალბია და ბოროტებისკენ არის მიმართული".

მანამდე, New York Post იუწყებოდა, რომ კიმ ჩენ ინი "ვეგეტატიურ მდომარეობაში" იყო.

Daily Mail ჰონგ კონგის სატელიტური ტელევიზიის HKSTV-ის ვიცე-დირექტორი, შიჯიან ქსინგზას განცხადებაზე დაყრდნობით კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ ინფრომაციას ავრცელებდა.

მოგვიანებით, Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მატარებელი საკურორტო ქალაქ ვონსანთან ახლოს შენიშნეს, სადაც კიმ ჩენ ინის ვილა და კერძო სამედიცინო დაწესებულება მდებარეობს. სტატიაში აღნიშნულია, ეს ფაქტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დამატებით ინფორმაციას არ გვაწვდის, თუმცა სავარაუდოა, რომ ის რესპუბლიკის პრესტიჟულ რეგიონში იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system