თავში

ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსთან ბრძოლაში გაპარულ შეცდომებს აღიარებს

​ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსთან ბრძოლაში გაპარულ შეცდომებს აღიარებს
ჩრდილოეთ კორეა კორონავირუსთან ბრძოლაში გაპარულ შეცდომებს აღიარებს

ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა - ჩრდილოეთ კორეა, სადაც კორონავირუსის არც ერთი ოფიციალური შემთხვევა არ ფიქსირდება, აღიარებს, რომ ვირუსთან ბრძოლაში, შესაძლოა, რაღაც შეეშალათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფხენიანმა ჩინეთთან საზღვრები იანვარში ჩაკეტა და აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ პანდემიის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება ინფიცირებულთა დახვრეტის პოლიტიკას მიმართავს.

ვირუსთან ბრძოლის ეს შოკისმომგვრელი მიდგომა განსაკუთრებით მწვავე განხილვის საგანი გასულ დღეებში მას შემდეგ გახდა, რაც ჩრდილოეთ კორეაში  სამხრეთ კორეელი ჩინოსნის დახვრეტის ფაქტი გახმაურდა. დახვრეტილი მამაკაცის ცხედარი, ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მდინარეში იპოვეს.

ამის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომა იქნა დაშვებული. ამის შესახებ პარტიის ყრილობაზე ისაუბრეს, რომელსაც ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა. შეხვედრაზე შეცდომები არ დაუკონკრეტებიათ, თუმცა, ითქვა, რომ "თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცნენ და კონტროლი გამკაცრდეს, რომ უყურადღებობა და უპასუხისმგებლობა არ დაუშვან".

სამხრეთკორეელის მკვლელობის გამო კიმ ჩენ ინს გასულ კვირაში ბოდიშის მოხდა პერსონალურად მოუწია, რაც დიდი იშვიათობაა ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკურ ცხოვრებაში.       

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system