თავში

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო შეიარაღების გაზრდას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეა სამხედრო შეიარაღების გაზრდას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეა სამხედრო შეიარაღების გაზრდას გეგმავს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის მაღალი თანამდებობის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ გადასცა.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული მედიასაშუალების ცნობით, მათ ქვეყნის სამხერდო შეიარაღების გაზრდაზე იმსჯელეს. სამხედროებმა ლიდერს შეიარაღებისა და თავდაცვის განვითარების შესაძლებლობებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სააგენტოს არ გაუვრცელებია შეხვედრის დამატებითი დეტალები, როგორიცაა მისი გამართვის დრო და ადგილი. ასევე, არ ვიცით, რა შეთანხმებით დასრულდა შეხვედრა.

დასავლური მედია ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ კორეამ მსგავსი შინაარსის ინფორმაციის გავრცელება, ვაშინგტონთან ურთიერთობის ხელახალი დაძაბვის გამო დაიწყო.

ჩრდილოეთ კორეა წლის ბოლომდე დედლაინს ასახელებს იმისთვის, რომ ვაშინგტონმა ფხენიანის მიმართ დენუკლეარიაზაციის საკითხებში ახალი დათმობების შესახებ განაცხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ბირთვული გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system