თავში

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისკენ უცნობი ჭურვი ისროლა

​ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისკენ უცნობი ჭურვი ისროლა
ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთისკენ უცნობი ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის მიმართულებით ამოუცნობი ჭურვი ისროლა. ამის შესახებ სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.

"სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ ამოუცნობი ჭურვი აღმოსავლეთისკენ გაისროლა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, Bloomberg იაპონიის სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ცნობისთვის, 11 იანვარს ცნობილი გახდა, რომ იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

მანამდე, 5 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, ერთი ამოუცნობი ჭურვი გაისროლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ კვირაში გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system