თავში

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

​ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

იაპონიის სანაპირო დაცვის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

გარდა ამისა, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ სამშაბათს ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ "უცნობი ჭურვი" გაისროლა. სხვა დეტალები მან არ დაასახელა.

ამასთან, საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, ჭურვი იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის (EEZ) მიღმა დაეშვა.

ცნობისთვის, 5 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, ერთი ამოუცნობი ჭურვი გაისროლა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ ამ კვირაში გასროლილი ჭურვი ჰიპერბგერითი რაკეტა იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system