თავში

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რეაქტორი თავიდან აამოქმედა - IAEA

​ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რეაქტორი თავიდან აამოქმედა - IAEA
ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რეაქტორი თავიდან აამოქმედა - IAEA

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, იონბენში ბირთვული რეაქტორი თავიდან აამოქმედა. ითვლება, რომ ის ბირთვული იარაღისთვის პლუტონიუმს აწარმოებდა.

ამის შესახებ სააგენტო Reuters ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოზე (IAEA) დაყრდნობით იუწყება.

"2018 წლის დეკემბრის დასაწყისიდან 2021 წლის ივლისის დასაწყისამდე რეაქტორის მუშაობის არანაირი ნიშანი არ იყო. თუმცა, 2021 წლის ივლისის დასაწყისიდან იყო ნიშნები, კერძოდ რეაქტორის მუშაობის შესაბამისად, გამაგრილებელი წყლის ჩაღვრა", - აღნიშნულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციაში.

ცნობისთვის, IAEA–ს არ ჰქონია წვდომა ჩრდილოეთ კორეაზე მას შემდეგ, რაც ფხენიანმა 2009 წელს ინსპექტორები განდევნა. შემდეგ ქვეყანამ ბირთვული იარაღის პროგრამა განაგრძო და მალევე ბირთვული გამოცდები განაახლა. ბოლო ბირთვული გამოცდა 2017 წელს ჩატარდა. IAEA ამჟამად ჩრდილოეთ კორეას, ძირითადად, სატელიტური სურათების საშუალებით აკვირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system