თავში

ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება - კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება - კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება - კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "შრომის პარტიის" ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, საკვების დეფიციტი შეიქმნას. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

"გასული წლის ტაიფუნით მიყენებული ზარალის გამო მარცვლეულის მოყვანის გეგმა არ შესრულდა, რის გამოც ამჟამად მოსახლეობის საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით დაძაბული მდგომარეობაა", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

მისი თქმით, სიტუაციას აუარესებს კორონავირუსთან დაკავშირებული საკარანტინო ზომებიც, რის გამოც მოსახლეობის ტანსაცმლით, საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფაში პრობლემები შეიქმნა.

კიმ ჩენ ინმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეის პარტიას და ხალხს, მზად იყვნენ "რთული ლაშქრობისთვის". ამ ტერმინით ქვეყანაში XX საუკუნის 90-იანი წლების პერიოდს აღნიშნავენ, როდესაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა, რომელსაც მასობრივი შიმშილი ამწვავებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system