თავში

ჩრდილოეთ კორეაში დიდი კრიზისია - კიმ ჩენ ინი

​ჩრდილოეთ კორეაში დიდი კრიზისია - კიმ ჩენ ინი
ჩრდილოეთ კორეაში დიდი კრიზისია - კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დიდი კრიზისი შეიქმნა, რომელიც ქვეყნისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურ სატელეგრაფო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ცნობით, ეს განცხადება კიმ ჩენ ინმა კორეის შრომის პარტიის სხდომაზე გააკეთა.

მან პარტიის რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობებიდან გაათავისუფლა.

ამასთან, კიმ ჩენ ინს არ დაუზუსტებია, რა ინციდენტზეა საუბარი, რომელმაც ის ასე ააღელვა.

ცნობისთვის, 16 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "შრომის პარტიის" ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, საკვების დეფიციტი შეიქმნას.

ამასთან, ქვეყანა დღემდე უარყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეაში კორონავირუსის შემთხვევები არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system