თავში

ჩრდილოეთ კორეაში ეშინიათ, კორონავირუსი ქარმა ჩინეთიდან არ შეიტანოს

​ჩრდილოეთ კორეაში ეშინიათ, კორონავირუსი ქარმა ჩინეთიდან არ შეიტანოს
ჩრდილოეთ კორეაში ეშინიათ, კორონავირუსი ქარმა ჩინეთიდან არ შეიტანოს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფხენიანში განთავსებულ დიპლომატიურ მისიებს სპეციალური გაფრთხილება გაუგზავნა. სამინისტროს განცხადებით, ქვეყანას ჩინეთიდან წამოსული ქვიშის ქარიშხალი უახლოვდება, რამას რესპუბლიკაში, მტვრის ნაწილაკებთან ერთად, შესაძლოა, კორონავირუსიც შეიტანოს.

ფხენიანის საგარეო უწყება დიპლომატებს, 22 ოქტომბერს, მთელი დღე-ღამის განმავლობაში სახლიდან გამოსვლას უკრძალავს და მჭიდროდ ჩაკეტილ შენობაში დარჩენას კატეგორიულად ურჩევს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პარტიის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას თავის ხალხს მხურვალე მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები არ არსებობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system