თავში

ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთკორეული სერიალებისა და ფილმებისთვის ციხეში ჩასვამენ

​ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთკორეული სერიალებისა და ფილმებისთვის
ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთკორეული სერიალებისა და ფილმებისთვის ციხეში ჩასვამენ

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთკორეული სლენგის გამოყენებისთვის, წიგნების კითხვისა და ამ ქვეყნის მიერ წარმოებული ფილმებისა და სერიალების ყურებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწერა. ინფორმაციას იაპონური გამოცემა Rimjingang ავრცელებს.

მისი ცნობით, მათ, ვინც სამხრეთ კორეიდან ფილმებისა ან სახვა კულტურული პროდუქციის ნახვაში ამხილებენ, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამგვარი კონტენტის გამავრცელებელსა და გამყიდველს კი სიკვდილით დასჯიან. სამხრეთკორეულ ენაზე ტექსტის დაბეჭდვა კი 2 წლამდე საზოგადოებრივ სამუშაოებს ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 4 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეამ მიიღო კანონი "რეაქციული აზრებისა და კულტურის აღმოფხვრის შესახებ". გავრცელებული ცნობით, ამ გზით ადგილობრივი ხელისუფლება მეზობელი ქვეყნის კულტურულ პროდუქციას უცხადებს ბრძოლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system