თავში

ჩრდილოეთ კორეაში სიცილი და ალკოჰოლი აკრძალეს

ჩრდილოეთ კორეაში სიცილი და ალკოჰოლი აკრძალეს
ჩრდილოეთ კორეაში სიცილი და ალკოჰოლი აკრძალეს

ჩრდილოეთ კორეაში მოსახლეობას 11 დღის განმავლობაში სიცილი, ალკოჰოლის დალევა და გართობა აუკრძალეს. ამის მიზეზი ქვეყნის ყოფილი ლიდერის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების მე-10 წლისთავია. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Mail Online ავრცელებს.

"ქვეყნის ხელისუფლებამ მოსახლეობას უბრძანა, ბედნიერების არავითარი ნიშანი არ გამოავლინოს, სანამ ჩრდილოეთ კორეა მის გარდაცვალებას პატივს მიაგებს", - წერს მედია.

გარდა ამისა, უშუალოდ ლიდერის გარდაცვალების დღეს, 17 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობას პროდუქტების ყიდვას უკრძალავენ.

"გლოვის პერიოდში ჩვენ არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი, არ უნდა ვიცინოთ და არ უნდა გავერთოთ", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ადგილობრივების თქმით, გასულ წლებში, გლოვის პერიოდში, ნასვამ ადამიანებს იჭერდნენ და აკავებდნენ. მათ იდეოლოგიურ დამნაშავეებად აცხადებდნენ, მიჰყავდათ, რის შემდეგაც ისინი არავის უნახავს.

"ადამიანებს საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნაც კი არ შეუძლიათ, თუ ის გლოვის დღეებს ემთხვევა", - განაცხადა კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ.

კიმების ოჯახის სამი თაობა ჩრდილოეთ კორეას მას შემდეგ მართავს, რაც კიმ ირ სენმა 1948 წელს ქვეყანა დააარსა. 1994 წელს კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებას სათავეში კიმ ჩენ ირი ჩაუდგა. 2011 წლის 17 დეკემბერს ის 69 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქვეყნის მმართველი მისი უმცროსი შვილი, კიმ ჩენ ინი გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system