თავში

ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის მიბაძვა აეკრძალათ

ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის მიბაძვა აეკრძალათ
ჩრდილოეთ კორეელებს კიმ ჩენ ინის მიბაძვა აეკრძალათ

ჩრდილოეთ კორეამ მოქალაქეებს ტყავისა და მისი შემცვლელი ქსოვილისგან დამზადებული შავი ქურთუკების ჩაცმა აუკრძალა. ამის შესახებ გამოცემა Radio Free Asia წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ტიპის ტანისამოსი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ძალაუფლების სიმბოლოსთან“ არის გაიგივებული. ამის გამო, მოქალაქეებს კიმ ჩენ ინის ჩაცმულობის მიბაძვა აეკრძალათ.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება თვლის, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ შავი საწვიმრის ტარება, რადგან ეს არის "კიმ ჩენ ინის მოდის არჩევანის უპატივცემულო იმიტაცია". 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩრდილოეთ კორეაში ტყავის ქურთუკები პოპულარული 2019 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ლიდერმა მათი ტარება დაიწყო.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავი ტყავის ქურთუკი არა მხოლოდ კიმ ჩენ ინმა, არამედ მიმდინარე წლის იანვარში, სამხედრო აღლუმზე, ქვეყნის ყველა მაღალი თანამდებობის პირმა მოირგო.   შავი ტყავის ქურთუკში გამოჩნდა კიმ ჩენ ინის დაც, რომელიც შესაძლოა ჩრდილოეთ კორეის შემდეგი მმართველი გახდეს. ამის გამო შავი ქურთუკები ქვეყანაში „ძალაუფლების სიმბოლოსთან“ გაიგივდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system