თავში

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა ობიექტმა ფუნქციონირება განაახლა

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა ობიექტმა ფუნქციონირება განაახლა

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული სადგური იონბიონში გააქტიურდა. ამის შესახებ სტრატეგიული და საერთაშორისო საგამოძიებო ცენტრის, Beyond Parallel-ის სპეციალისტები აცხადებენ.

ექსპერტების აზრით, რადიოქიმიურმა ლაბორატორიამ და მასთან დაკავშირებულმა თერმულმა საწარმომ, ასევე ცენტრიფუგამ, მუშაობა 2021 წლის მარტის დასაწყისში განაახლა და გაგრძელდა 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებამდე. 

ექსპერტები ამ დასკვნამდე სატელიტური სურათების საფუძველზე მივიდნენ. მათზე ჩანს, როგორ ამოდის "ორთქლის ან კვამლის" ღრუბლები რადიოქიმიური ლაბორატორიიდან და მიმდებარე თბოელექტროსადგურიდან. 

სატელიტის სურათების საფუძველზე, ექსპერტებმა ასევე დაასკვნეს, რომ ობიექტზე მდებარე სამი რეაქტორი არ ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, 30 მარტს Beyond Parallel-ის კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კორეამ ფხენიანთან მდებარე ბირთვულ ობიექტზე სამუშაოები განაახლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system