თავში

ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს 30-ე წევრი ხდება

​ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს 30-ე წევრი ხდება
ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს 30-ე წევრი ხდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკვე 30 წევრს ითვლის. ესპანეთმა, ბოლო, 29-ე ქვეყანამ, ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.

ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

მაკედონია ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად NATO-ს 2018 წლის სამიტზე, ივლისში მიიწვიეს და ამის შესახებ შესაბამისი ჩანაწერი დეკლარაციაში გაკეთდა. გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება კი ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე იქნა მიღებული.

დღეისათვის NATO-ში ყოფილი იუგოსლავიის 4 ქვეყანაა გაწევრიანებული: სლოვენია, ხორვატია, მონტენეგრო და ახლა უკვე ჩრდილოეთ მაკედონია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system