თავში

"ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" მშენებლობა განახლდება

"ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" მშენებლობა განახლდება
ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის მშენებლობა განახლდება

დანიამ კომპანია Nord Stream 2 AG-ისგან გაზის მაგისტრალის "ჩრდილოეთის ნაკადი2"-ის მშენებლობის დროებითი გეგმის განრიგი მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული საააგენტოს პრესმდივანმა განაცხადა. ტურე ფალბე-ჰანსენის თქმით, დანიურ წყლებში მშენებლობა 15 იანვრიდან განახლდება.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან.

აშშ-მა რუსეთ-გერმანიის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს“ სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ მილსადენის მშენებლობაში დაეხმარება.

აშშ მიიჩნევს, რომ მილსადენი ევროპისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვაშინგტონი შიშობს, რომ მილსადენი გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთზე და ამასთანავე, შეამცირებს ბაზარზე ამერიკული თხევადი გაზის წილს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system