თავში

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ გარიგება მიღწეულია

"ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ გარიგება მიღწეულია
ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ გარიგება მიღწეულია

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ გერმანიასთან გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკად 2-თან" დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. მისი მიზანი რუსეთის მიერ გაზსადენის ევროპის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოყენების შესაძლებლობის აღკვეთაა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვიქტორია ნულანდის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინის დაშანტაჟებას შეეცდება.

ახალი გარიგების თანახმად, უკრაინა მწვანე ტექნოლოგიების განვითარებისთვის კრედიტის სახით 50 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს და ასევე მიიღებს გაზის ტრანზიტის საფასურის დაფარვის გარანტიას, რომელსაც იგი 2024 წლის ჩათვლით დაკარგავს იმით, რომ მილსადენი მის ტერიტორიაზე არ გაივლის.

ამასთან, გერმანია უკრაინასთან სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტებს განახორციელებს.

"ჩრდილოეთის ნაკადი 2" შენდება რუსეთიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით, რამაც რუსეთიდან ევროპაში რუსული გაზის პირდაპირი გზით ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს. აშშ, ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და უკრაინა პროექტს წინააღმდეგი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system