თავში

ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ვაქცინის მოპარვა სცადეს

​ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ვაქცინის მოპარვა სცადეს
ჩრდილოკორეელმა ჰაკერებმა ვაქცინის მოპარვა სცადეს

სამხრეთ კორეის ხელისუფლების თქმით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების სასარგებლოდ მომუშავე ჰაკერებმა სამხრეთის სისტემაში შეღწევა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული მონაცემების მოპარვა სცადეს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს. სეულში აცხადებენ, რომ დაზვერვის სამსახურმა მოიპოვა ინფორმაცია ჰაკერული შეტევის შესახებ და ის დროულად აღკვეთა. ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ კომპანიები, რომლებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

სეულში ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაკეთდა, რაც კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის მომუშავე ჰაკერების სამმა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებზე შეტევა სცადა.

სამხრეთკორეული საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებისთვის დაახლოებით 6000 ჰაკერი მუშაობს, რომელთა უმეტესობა რუსეთში და ჩინეთში იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system