თავში

ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"სააკაშვილთან დაკავშირებით არის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებით. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით შესაბამის პასუხს, ასე ვთქვათ, გონივრულ პასუხს, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე კონსულტაციების შემდეგ. პრეზიდენტს არსებული სიტუაცია მუდმივ კონტროლზე ჰყავს. ეს ჩვენთვის მართლაც ცოტა გაუგებარია. ჩვენ უნდა წამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს ფორმულა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მისი თქმით, ამჟამად საკითხით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროა დაკავებული. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველი პარტიაში აცხადებდნენმ რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system