თავში

ჩვენი გალაქტიკა იწელება და ეხვევა? - PHOTO

​ჩვენი გალაქტიკა იწელება და ეხვევა?
ჩვენი გალაქტიკა იწელება და ეხვევა? - PHOTO

ასტროფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ ირმის ნახტომი, რომელშიც მზის სისტემა მდებარეობს და სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სულაც არ არის ისე სტატიკური, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ. ის გარკვეული გრავიტაციული ზემოქმედების შედეგად იწელება და ეხვევა.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, რთული სტატისტიკური მოდელის გამოყენებით, აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 700 მილიონი წლის წინ ირმის ნახტომი და მაგელანის დიდ ღრუბელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მაგელანის დიდ ღრუბელი ირმის ნახტომის თანამგზავრი გახდა. მას შემდეგ გალაქტიკა-თანამგზავრის სიმძიმე ირმის ნახტომზე გრავიტაციულ გავლენას ახდენს, გალაქტიკა დეფორმირდება და ეხვევა.

მაგელანის დიდი ღრუბელი სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე ღამით სუსტი ღრუბლის საკით მოჩანს. ის, ირმის ნახტომის მსგავსად, ბნელი მატერიის რკალით არის დაფარული. ბნელი მატერიის უმცირესი ნაწილაკები სინათლის სხივს არც შთანთქავენ და არც ასხივებენ, თუმცა სამყაროში ვარსკვლავებისა და გაზების მოძრაობაზე სერიოზულ გრავიტაციულ გავლენას ახდენენ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სწორედ ამ ბნელი მატერიის გრავიტაციული ძალა იზიდავს და თან გრეხს ირმის თანავარსკვლავედს, რომელსაც ამავე დროს, პეგასის თანავარსკვლავედისკენ წამში 32 კილომეტრის სიჩქარით, ანუ საათში 115 200 კილომეტრის სიჩქარით მიაქანებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system