თავში

ჩვილი, რომელმაც 6 საათი მორგის მაცივარში გაატარა, გადარჩა - VIDEO

ჩვილი, რომელმაც 6 საათი მორგის მაცივარში გაატარა, გადარჩა - VIDEO
ჩვილი, რომელმაც 6 საათი მორგის მაცივარში გაატარა, გადარჩა - VIDEO

უცნობი ბავშვი მექსიკის ერთ-ერთ საავადმყოფოში ნაადრევად, ორსულობის 23 კვირის ვადაზე დაიბადა. ექიმებმა ჩვილი გარდაცვლილად გამოაცხადეს და მორგის მაცივარში მოათავსეს, სადაც მან 6 საათი გაატარა. დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენლებს, რომლებსაც ცხედარი ოჯახისთვის უნდა გადაეცათ, მორგში ბავშვის ტირილის და მოძრაობის ხმა მოესმათ. მათ ადგილზე ჩვილი ცოცხალი დახვდათ. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ბავშვის გადარჩენის შესახებ მაშინვე მამას შეატყობინეს.

ექიმების თქმით, ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

”არ მესმის, როგორ გადარჩა ის მაცივარში, აქამდე მსგავსი რამ არ მინახავს", - განაცხადა ექიმმა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს პატარა ბავშვი, რომელიც მოძრაობს და მამა მას გამამხნევებელ სიტყვას ეუბნება.

"მე აქ ვარ, გააგრძელე ბრძოლა პატარავ", - ამ სიტყვებით მიმართა მამამ ჩვილს.

ექიმებმა განაცხადეს, რომ რადგან პატარა ნაადრევად დაიბადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია.

ოფიციალური ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system