თავში

CIA-მ უცხოპლანეტელების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა

CIA-მ უცხოპლანეტელების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა
CIA-მ უცხოპლანეტელების შესახებ დოკუმენტები გამოაქვეყნა

ინფორმაციის თავისუფლების აქტის შესაბამისად, აშშ-ს ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ რამდენიმე ათასი დოკუმენტის გაასაჯაროა, რომელიც უცხოპლანეტელებს ეხება. ისინი მწერალ ჯონ გრინვალდის პროექტის ვებ-გვერდზე - The Black Vault არის ხელმისაწვდომი და მსურველებს მათი ჩამოტვირთვაც კი შეუძლიათ. ამის შესახებ New York Post წერს.

გრინვალდმა დასკანერებული დოკუმენტები ნაწილობრივ დახურული ტექსტით ჩვეულებრივ CD-ზე მიიღო. ასლების ხარისხიც ასევე დაბალი იყო.

CIA-მ წარმოუდგენლად გაართულა მისი ჩანაწერების გამოყენების შესაძლებლობა. ჩემი აზრით, მოძველებული ფორმატის გამო ადამიანებისთვის დოკუმენტების ნახვა და მათი გამოყენება კვლევითი მიზნებისთვის ძალიან რთული ხდება", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, გრინვალდს ეჭვი ეპარებოდა, რომ CIA-მ მას ყველა დოკუმენტი გადასცა.

”The Black Vault CIA-ს არქივების დამატებითი დოკუმენტების ძებნას გააგრძელებს,” - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system